miyvarxaaar...

  მთავარი გვერდი ლექსები
1 2 3 4 5 6 7 8 9

 

 

მოდი, შეხედე ჩემს ლამაზ თვალებს,

ზოგჯერ ღრუბლიანს, ზოგჯერ კი მზიანს,

დღეს ნამდვილ სახელს არ გისახელებ,

მე სიყვარულის სიგიჟე მქვია.

 

 

 

სიყვარულია ტაჯმაჰალის თეთრი ცრემლები,

სიყვარულია მე რომ თავზე ასე ვევლები,

სიყვარულისთვის ბაირონმა კუბო არჩია,

ჩვენც მას შევწიროთ ყველაფერი, რაც გაგვაჩნია.

სიყვარულისთვის დაენარცხა ქვაზე ტაბიძე,

სიყვარულია, სასთუმალზე ჩვენ რომ გვაღვიძებს,

საიყვარულისთვის დაითრთვილა განძა, მარტვილი,

სიყვარულს ვეძებ, სიყვარული გვინდა ნამდვილი.

სიყვარულია, თამარი რომ დარჩა თამარად,

სიყვარულს, ბევრიც რომ ვეცადოთ, ვერსად დავმალავთ,

სიყვარულისთვის სერაფიტა ცოცხლობს ქვაშიაც,

სთქვი, სიყვარულო, შენი ძალა მაინც რაშია?

სიყვარულია ათას ერთი ღამის ზღაპარი,

სიყვარულია ჩაუმქრალი სხივი ლამპარის,

სიყვარულია ქვის ჩუქურთმა, ყინწვისის ფრესკა,

სიყვარულისთვის კვაზიმოდო ზარებსაც რეკდა,

სიყვარულია ტაჯმაჰალის თეთრი ცრემლენბი,

'სიყვარულია მე რომ თავზე ასე ვევლები!

 

 

 

     
   
Сайт управляется системой uCoz